პროექტის დასახელება: დამატებითი მათემატიკური ტესტები დაწყებითი კლასებისათვის
პრობლემა: კვლევითი და ანალიტიკური აზროვნების ნაკლებობა,რაც ხელს უშლის დაწყებით კლასებში მათემატიკის საგნის შესწავლას ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისად. დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევების გამომუშავება.
პრობლემის აღწერა: მოსწავლეებს უჭირთ ლოგიკური აზროვნება,რითაც სასურველი შედაგის მიღწევა არის გართულებული.სხვადასხვა დონის მათემატიკური ტესტების რეგულარული გამოყენება ხელს შეუწყობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვა ლისწინებული მიზნების იღწევას, განუვითარებთ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს და გაზრდის მოტივაციას დამოუკიდებლად მუშაობისათვის.
მიზანი: განვუვითაროთ მოსწავლეებს კვლევითი და ანალიტიკური უნარ–ჩვევები დამატებითი მათემატიკური ტესტების საშუალებით,რაც აისახება იმაში,რომ მოსწავლეებს გაეზრდებათ ინტერესი მათემატიკისადმი.
ამოცანები:1)დამატებითი ტესტების შემოტანა,ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით,მათემატიკის უკეთ შესწავლის მიზნით და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
2)დამატებითი მათემატიკური ტესტების დანერგვა ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში.
3)დამატებითი მათემატიკური ტესტების გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლის საზოგადოებისათვის(მოსწავლეები, მასწავლებლები,მშობლები)შედეგების გაცნობა.
შედეგი:1)შემოვიტანთ დამატებით მათემატიკურ ტესტებს (# რედაქციით)გაუმჯობესდება სასწავლო–საგანმანათლებლო პროცესი მათემატიკაში.
2)დაინერგება დამატებითი მათემატიკური ტესტების გამოყენება სასწავლო პროცესში და სასწავლო ხარისხი აიწევს 80%–ით
.3)ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია დამატებითი სახალისო მათემატიკური ტესტების გამოყენებით,რასაც ნათლად დავინახავთ მოსწავლეებზე დაკვირვებით. გამოუმუშავდებათ თვითშეფასების უნარი.
მიზნობრივი ჯგუფები:პირველი,მეორე,მესამე,მეოთხე კლასების მოსწავლეები.საქმიანობის აღწერა
ამოცანა1დამატებითი მატემატიკური ტესტების შემოტანა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით მათემატიკის უკეთ შესწავლის მიზნით და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
საქმიანობა:1)შეძენილი მათემატიკური ტესტების განხილვა.
2)გაკვეთილის დაგეგმვა დამატებითი მათემატიკური ტესტების გამოყენებით.
ამოცანა2 დამატებითი მათემატიკური ტესტების დანერგვა ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში.
საქმიანობა:1)დამატებითი მათემატიკური ტესტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში პირველ,მეორე,მესამე,მეოთხე კლასებში.
2)დამატებითი ტესტების დანერგვა დონეების მიხედვით და მათი პრაქტიკული გამოყენება,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კვლვითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
3)ლოგიკური,სახალისო,განმავითარებელი და სხვა სახეობის ტესტების გამოყენება საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს.
ამოცანა 3.დამატებითი მათემატიკური ტესტების გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლის საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა.
საქმიანობა:1)სასკოლო გაზეთისათვის სტატიის მომზადება და გამოქვეყნება თუ რა შედეგი მოგვცა ამ ტესტების შემოტანამ საგაკვეთილო პროცესში.
////
ОтветитьУдалитьsavarjisho testebi rato ar gaqvt chatvirtuli?
ОтветитьУдалить